პოლიტიკა
მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს
FaceBook

სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ოფიციალური წერილით მიმართავენ.


წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:


ევროპული საბჭოს პრეზიდენტს,
ბატონ შარლ მიშელს,

ბატონო პრეზიდენტო მიშელ,

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებთ.
გულითადად მივესალმებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სულისკვეთებას გააღრმავოს და გააძლიეროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, შორის არსებული ურთიერთობები. ამ წერილის ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები თქვენს ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.

არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.
ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით.

“თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.

მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.


პატივისცემით:

Alliance of Broadcasters - AB / მაუწყებელთა ალიანსი
Institute for Development of Freedom of Information - IDFI / ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
International Society for Fair Elections and Democracy - ISFED / სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
Transparency International - Georgia / საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
Georgian Young Lawyers Association - GYLA / საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
Georgian Charter of Journalistic Ethics / საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Georgian Democratic Initiative - GDI / საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators /საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
Rights Georgia / უფლებები საქართველო
Open Society Foundation / ღია საზოგადოების ფონდი OSGF
Georgian Regional Media Association - GRMA / საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
Liberal Academy Tbilisi / ლიბერალური აკადემია თბილისი
Media Development Fund / მედიის განვითარების ფონდი
Media Rights / მედიის უფლებები
Media Club / მედია კლუბი
TV Network / სატელევიზიო ქსელი
Civil Society Institute (CSI) - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
Democracy Research Institute (DRI) / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
Human Rights Center (HRC) / ადამიანის უფლებათა ცენტრი
Shame Movement / მოძრაობა სირცხვილია
Social Justice Center / სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Sapari / საფარი
Partnership for human rights / პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
Pen Center / პენცენტრი
Media and Communication Educational and research Center / მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
Independent Journalists’ House /თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
Green Sector / მწვანე სექტორი
Mtavari arkhi / Მთავარი არხი
Formula / ფორმულა
TV PIRVELI /ტვ პირველი
TV Kavkasia / ტელეკომპანია კავკასია
Media Holding Hereti / მედიაჰოლდინგი ჰერეთი
Newspaper Batumelebi /გაზეთი ბათუმელები
Netgazeti /ნეტგაზეთი
Indigo Media / ინდიგო მედია
Publika / პუბლიკა
Tabula / ტაბულა
Media Holding Kronika / მედიაჰოლდინგი ქრონიკა
ON.ge/ონ.ჯი
Media.Ge /მედია.ჯი
Investigative Journalists’ Team “iFact” / გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
Internews Georgia /ინტერნიუსი საქართველო
Openrustavi.Ge/ ღია რუსთავი.ჯი
Media Group Rusavi / რუსთავის მედია ჯგუფი
Guriismoambe.com / გურიის მოამბე
Metronom.ge / მეტრონომ.ჯი
Kutaisi Today /ქუთაისი თუდეი
Radio old town / რადიო ძველი ქალაქი
Dailyinfo.ge / დეილიინფო ჯი
At.ge
FirtsNews.ge
News Agency Expressnews
TV akhali / ტელეკომპანია ახალი
TV Odishi / ტელეკომპანია ოდიში
Newsrepors.ge
Nevsposts.ge
Kutaisi Post
Institute of Democracy /დემოკრატიის ინსტიტუტი
TV 25

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.