პოლიტიკოსი გოგი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა.
დაცვის მხარემ 6000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც
მოსამართლემ დააკმაყოფილა.
"გიბრუნებთ ქუთაისელებს გოგი წულაიას და კარგად მიხედეთ", - განაცხადა
ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.
წულაია საპატიმრო დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებს.
გოგი წულაია წაყენებულ ბრალს ამ
დრომდე არ აღიარებს და თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად
მიიჩნევს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
გოგი წულაია მიმდინარე წლის
17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები