პოლიტიკა
წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
ბოლო ერთ წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისი.

„მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. საანგარიშო პერიოდის ვრცელი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ გამოგიგზავნეთ. კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში.

პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები. სახელმწიფომ, სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით, მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს.

დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი. ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა - მილიარდ სამასი მილიონი ლარი შადგინა. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებეთ, რომ აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვითარდება სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება.

„საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ-მდე. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით უკვე შეამცირა. აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82 %. საპილოტე რეჟიმში უკვე ხორციელდება გადაზიდვები. შეგახსენებთ, ჩვენ დავიწყეთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.