2014 წლის
ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებზე ქუთაისს მერობის შვიდი
კანდიდატი ჰყავდა.
"ქუთასისიპოსტი" დაინტერესდა რა საქმიანობას
ეწევიან ქუთაისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი თვალით
დანახული ქალაქი ოპონენტის მმართველობის ხელში.
2014 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებზე
ქუთაისს მერობის შვიდი კანდიდატი ჰყავდა. მაგდა გაბრიჩიძე -
ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია", თეიმურაზ შაშიაშვილი - ნინო
ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიცია; გიორგი თევდორაძე - "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა"; ალექსანდრე კეზევაძე - "დავით თარხან‐მოურავი- საქართველოს
პატრიოტთა ალიანსი"; ხათუნა მაჭავარიანი - ბლოკი "თვითმმათველობა
ხალხს"; ირაკლი კიკვაძე - შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს
ლეიბორისტული პარტია; შოთა მურღულია -კოალიცია "ქართული ოცნება", -
სწორედ ესენი იბრძოდნენ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი
თვიმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის პირველი პირობისთვის. მათგან,
მერის პოსტი, არჩევნების შედეგად შოთა მურღულიას ერგო. დანარჩენს
კანდიდატევს, კი არჩევნებიდან
17 თვის შემდეგ,
კითხვაზე - კვლავ სურთ თუ არა ქალაქი მერის პოსტი? - პასუხი არ აქვთ.
სამაგიეროდ, თითოეული მათგანი
ამდროისთვის აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას
ეწევა.
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანიდატი, ირაკლი კიკვაძე ამ
დროისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში სპორტის განყოფილებაში
მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. კიკვაძე აღნიშნულ ადგილზე
კოკნურსის შედეგად მოხვდა. კიკვაძე ამბობს, რომ არ უქმნის დისკმფორტს
ოპონენტის მიერ რომ არის დაქირავებული.
"ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და მინდა ჩემი გამოცდილება და ცოდნა,
რომელიც მაქვს და რომელსაც ახლაც ვღებულობ ყოველდღიურად მოვახმარო იმ
სფეროს, რომელსაც დღეს უკვე აქტიურად ვემსახურები. თუ დავინახავ იმას,
რომ ჩემს საქმიანობაში შეზღუდვები მექნება, ნამდვილად არ გამიჭირდება
სამსახურის დატოვებაც. დღესდღეობით ამის ნიშნები არ არსებობს", -
ამბობს კიკვაძე. თუმცა, თვლის რომ ქვეყნისთვის საზიანოა, რომ მართვის
სადავეები "ლეიბორისტულ პარტიას" არც ქვეყნის დონეზე და არც
ადგილობრივ საკანონმდებლო ორგნოში არ აქვს. კიკვაძის თქმით,
ჯერჯერობით არ უფიქრია,, მომავალში კვლავ ეცდება თუ არა გახდეს
ქალაქის პირველი პირი.
აღნიშნულ კითხვაზე, ასევე, არ აქვს პასუხი "საქართველოს
პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს, ალექსანდრე კეზევაძეს, რომელიც
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატი
გახლდათ.
ის ამ დროისთვის თბილისში "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის
პრევენციის ცენტრის" ნარკოლოგიური ამბულატორიული განყოფილების
მენეჯერად მუშაობს.
"პატრიოტი" კეზევაძე დადებითად აფასებს ქუთაისში მიმდინარე
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. თუმცა, კრიტიკულია ყოფილ ოპონენტს შოთა
მურღულიას შეფასებაში.
"მივიღეთ ყელგამოწეული თხოვნებით დანიშნულ-არჩეული მერი, რომელიც
ისეთივე უნიათ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც, ბატონი ნარმანია.
ქუთაისი აგრძელებს ცხოვრებას ისევ სოციალური შეჭირვებით, პერსპექტივის
გამოკვეთილი კონტურების გარეშე, დაპირებული სამუშაოების ეფემერების
ფონზე, წარმოებების გამოცდილი მუშაკების, ინჟინრების და სხვათა
გენეტიკური მეხსიერების გაქრობისა და დამსახურებული ადამიანების
იგნორირების კვალდაკვალ", ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
ალექსანდრე კეზევაძე.
მერობის კიდევ ყოფილი კანდიდატი, ხათუნა მაჭავარიანი, რომელიც 2014
წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბლოკი "თვითმმათველობა
ხალხი"-დან იყო წარდგენილი, ამ დროისთვის "ნიდერლანდების ინსტიტუტი
მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" სამუშაო ჯგუფის წევრია. ის ამბობს,
რომ აღნიშნული ჯგუფი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის ახალ
სტრატეგიაზე მუშაობს. მაჭავარიანის თქმით, ის ამ ეტაპზე 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მაჭავარიანი თვლის, რომ 2014
წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ წაუგია.
"მივიღე, რაც მთავარია, უდიდესი გამოცდილება, რაც ყველაზე ძვირფასია
პოლიტიკოსისათვის. დამიჯერეთ, ბევრი პარტია და პარლამენტარი იოცნებებს
იმ შედეგზე, რაც მე დავდე ჩემი და ჩემი თანამებრძოლების შრომით.
ცარიელი ხელებით ომის მოგება იოლი არ არის", - ამბობს ხათუნა
მაჭავარიანი. თუმცა, აღნიშნავს, რომ მომავლში ქუთაისის მერობაზე
საკუთარი კანდიდატურის წარდგენისგან თავს შეიკავებს.
"მართალი გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე. ალბათ მაჟორიტარობაზე უფრო
ვიყრი კენჭს. თუმცა, დაზუსტებით არც არას და არც კის თქმა არ შემიძლია
ამ ეპტზე", - აღნიშნავს მაჭავარიანი.
"თეთრების" ლიდერი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევებზე ნინო
ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიციიდან წარდგენილი კანდიდატი თემურ
შაშიაშვილი, როგორც პარტიაში "ქუათაისიპოსტს" განუმარტეს ქვეყანაში არ
იმყოფება.
ქუთაისის მერობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი "ნაციონლური
მოძრაობიდან" გიორგი თევდორაძე, ამ დროითვის ქვეყნის საკანონმდებლო
ორგანოში უმცირესობის დეპუტატს წარმოადგენს. პარლამენტში 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდა. მანამდე მას ქალაქის მერის
თანამდებობა ეჭირა. თევდორაძე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმძღანელია.
თევდორაძის თქმით, ქუთაისის მერობა ყველაზე დიდი პატივია მისთვის.
თუმცა, მომავლში კვლავ შეეცდება თუ არა ქალაქის პირელი
პირობისთვის ბრძოლას, ამბობს, რომ ეს ერთპიროვნულად გადასაწყვეტი არ
არის და ეს დამოკიდებულია იმ გუნდზე და იმ პოლიტიკურ პარტიაზე,
რომელსაც წარმოადგენს.
"დღეს ქუთაისს ჰყავს უნიჭო, დემაგოგი თვითმმართველობა, რომელიც
ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავს ხოლმე. ამ დროს ქუთაისის მომავალი
ბუნდოვანია, სამუშაო ადგილები არ არსებობს, ქალაქის ეკონომიკა
ჩამოშლილია, ინფრასტრუქტურა ყოველდღე უკან მიდის", - განმარტავს გია
თევდორაძე.
რაც შეეხება, ქუთაისის მერობის კიდევ ყოფილ კანდიდატს, მაგდა
გაბრიჭიძეს, რომელიც "არასაპარლამენტო ოპოზიციიდან" იყო წარდგენილი
არჩევნებზე. მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვა.
მასალის გამოყენების პირობები