პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს"
თანათავმჯდომარე გოგი წულაია პარტიას ტოვებს.
გოგი წულაია პარტიის დატოვების მიზეზებსა და
ახალ გეგმებზე განცხადებას ხვალ, 7 მარტს
გააკეთებს.
იგი 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3
მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან
"მშვიდობა".
2004–2008 წლებში გახლდათ
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით,
საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები". ამის შემდეგ
ის შეუერთდა პარტიას "თავისუფალი საქართველო". ამავე პარტიიდან 2017
წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატი
გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები