პოლიტიკა
"ხვალ უკვე დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ პოსტიდან გადადგომას უმრავლესობამ ბრიფინგით უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ გახარიას გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა. მან დაადასტურა, რომ გუნდში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მსჯელობა იყო და თქვა ის, რომ ამ საკითხზე გუნდის წევრების ნაწილისა და გიორგი გახარიას პოზიციების განსხვავებული იყო.

მან ასევე, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე და განაცხადა, რომ ამისთვის პოლიტსაბჭო 19 თებერვალს შეიკრიბება.

"სამწუხაროა, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა, სამწუხაროდ არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს  მყარად თავისი სახე როგორც სახელმწიფომ, თუ არა.  გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.  სავარაუდოდ, ხვალ უკვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"ჩემი აბოსლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე საერთო პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.


პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში შსს-მ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს აღასრულება გადიდო.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მელიას თანაგუნდელები სხვა მხარდამჭერებთან ერთად პარტიის ოფისში არიან და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს მისი დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ.


ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.