წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ პატრიკეთში ბაბუნაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს.
როგორც სოფელ პატრიკეთის გამგებელი დავით ჯანელიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, დაზარალებული მძარცველებმა სკამზე ე.წ. "სკოჩით" მიაბეს და ფული გამოძალეს.
ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც შსს- ში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტზე, საგამოძიებო მოქმედებები 178- ე მუხლით მიმდინარეობს.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები