ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა სამსახურებრივი
უფლებამოსილება უკვე მეორედ, 30 დღით შეიჩერა.
დვალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის
"საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელთან,
სულხან
ქობულეძესთან მომხთან ინცინდენტს უკავშირდება.
"გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე,
რომ არ დარჩეს ვინმეს განცადა იმისა, რომ ჩემი სტატუსი ბოროტად
გამოვიყენო და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, მივიღე
გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიება
არ დასრულდება," – განაცხადა დავით დვალმა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურეობრივი ურთიერთობა
პირველად მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ერთი თვით შეიჩერა.
მასალის გამოყენების პირობები