ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა პერიოდის დროს დადგმული ობელისკების აღება იგეგმება.
როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში ქუთაისიპოსტ- ს განუმარტეს, საბჭოთადროინდელი ობელისკები შესაძლოა ნიკეას ქუჩაზე გადაიტანონ.
ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა პერიოდში ობელისკები მას შემდეგ მოეწყო, რაც იმავე ადგილზე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია დაარბიეს.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები