პოლიტიკა
''ღირსეული არჩევანი გავაკეთე'' - ზაზა ლომინაძე
FaceBook
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.



ზაზა ლომინაძემ არჩევანი ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლაში გახსნის მე-14 უბანზე გააკეთა. 

"საარჩევნო უბანზე დღეს მეც ისე მივედი, როგორც რიგითი ამომრჩეველი და უკვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი.
ზუსტად ვიცი, ღირსეული, გონივრული და სამართლიანი არჩევანი გავაკეთე. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანიც ასე მოიქცევა, მივა საარჩევნო ყუთთან და საქართველოს საუკეთესო მომავალს მისცა ხმა", -  განმარტა ზაზა ლომინაძემ.

ზაზა ლომინაძე პროფესიით ექიმია.  2003 წლიდან დღემდე არის კარდიოლოგი, შპს „კლინიკა-ლჯ-ის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, „კლინიკა ლჯ-ის“ დამფუძნებელი.

2016 წლიდან დღემდე არის შპს კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2014-2017 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

ქუთაისის მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს შერეული სისტემით, ერთპროცენტიანი ბარიერით და ბლოკებით ტარდება.

ქუთაისის სახელით პარლამენტში მანადატების მიღებას 21 პოლიტიკური პარტია ცდილობს.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.