პოლიტიკა
სავარაუდო წინასაარჩევნო დარღვევები იმერეთიდან -ISFED-ის რეკომედაცია პოლიტიკურ პარტიებს
FaceBook
იმერეთში წინასაარჩევნოდ  დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მეოთხე შუალედურ ანგარიშში რეგიონში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის 2, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის 6 და საგიტაციო მასალის ფაქტები მოხვდა.

კონკრეტულად, ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად ფასდება ტყიბულში, 1 ოქტომბერს, პარტია „ლელოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციის მიერ  მოხუცებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის მილოცვა. კერძოდ, პარტიამ მოაწყო საღამო, სადაც წარმოდგენილი იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე თავად მოხუცებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ითამაშეს სამაგიდო თამაშები.

საღამოს დაესწრო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ანა ბიბილაშვილი. ღონისძიება მოეწყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ტყიბულის მეშახტეთა განვითარების ფონდის“ ორგანიზებით, რომლის თავმჯდომარეც „ლელოს“ ტყიბულის ოფისის წარმომადგენელი ბორის გაბრიაძეა, „ხანდაზმულთა კულტურული გართობის ცენტრში“. ეს სივრცე/ოთახი განთავსებულია სოციალური სასადილოს შენობაში. ღონისძიება პარტიამ დააფინანსა. სტუმრები იყვნენ სასადილოს ბენეფიციარები, ასევე სხვა მოხუცები.


წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობად შეფასდა ხარაგაულში. 4 ოქტომბერს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ,,ქართული ოცნების" საიმიჯო კლიპის გაზიარება და 7 ოქტომბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ,,პატრიორთა ალიანსის" შეხვედრაზე დასწრება. 

"4 ოქტომბერს, მარიამ კიკალიშვილმა, რომელიც N48  ხარაგაულის ოლქის მე-13 საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული კომისიის წევრია, ირაკლი კობახიძის პოსტი გააზიარა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საიმიჯო კლიპია.

7 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფაროულში გაიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო შეხვედრა. შეხვედრა 18 საათზე დაიწყო და მას ესწრებოდა ჯაფაროულის საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრი ეთერ ბერაძე და თამარ გურული. მათი განმარტებით არ იცოდნენ თუ 6 საათის შემდეგაც არ ქონდათ უფლება დასწრებოდნენ შეხვედრას", -  წერია ანგარიშში. 


ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა წყალტუბოში სახალხო დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს" გამართვა. ,,28 სექტემბერს, წყალტუბოში გაიმართა სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“. მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული დღესასწაულის შესახებ და ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდა ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპატიო მოქალაქეებისთვის სპეციალური ჯილდოების გადაცემაში და ბოლოს ღონისძიება ანსამბლ „ნადურთან“ ერთად სიმღერით დახურა,"- აღნიშნულია ანგარიშში.

ქუთაისში 10 ოქტომბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის 160-ე წლის იუბილეზე ,,ქართული ოცნების" მაჟოროტარობის კანდიდატის დასწრება და სიტყვით გამოსვლა. 

„ლელოს“ ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესწრებოდა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ზაზა ლომინაძე. ამასთან, თავად „ლელოს“ წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ დასწრებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ „ოფიციოზი“ მათ შორის პრეზიდენტი იქნებოდა ღონისძიებაზე და ამიტომ გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ შენობაში. თეატრის ადმინისტრაციამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ ზაზა ლომინაძე ესწრებოდა ღონისძიებას, ასევე არ უარყვეს მისი სიტყვით გამოსვლის ფაქტიც, თუმცა აღნიშნეს, რომ გამოსვლის ტექსტში პოლიტიკა არ ყოფილა და მხოლოდ თეატრისადმი მილოცვით შემოიფარგლებოდა,"- წერია ანგარიშში. 


პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლად შეფასდა ქუთაისში „ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ოფისისთვის უცნობი პირის მიერ აგურის სროლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ტყიბულიში  „ლელოს“ ტყიბულის შტაბის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი შტაბის თანამშრომლის დედაზე, რომელსაც სახლის გადახურვა სჭირდება, საწირის
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა პირობა წაუყენა, რომ სახლს მაშინ გადაუხურავდნენ, თუ მისი ოჯახი „ლელოს“ აღარ დაუჭერდა მხარს. ქალმა „სამართლიანი არჩვენების“ დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ მას ამგვარი ულტიმატუმი ნამდვილად წაუყენეს. მერის წარმომადგენელმა უარყო ზემოაღნიშნული და თქვა, რომ მხოლოდ შემოსავლის დოკუმენტის შესავსებად ჰკითხა ქალს, დააფიქსირებდა თუ არა ოჯახის შემოსავლად მისი შვილის „ლელოში“ აღებულ ხელფასს.

თერჯოლაში 12 ოქტომბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა, როინ ბუცხრიკიძემ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. მისი თქმით, შეხვედრაზე მოვიდა 4 ადამიანი, რომელთაგან ასახელებს ორ ადამიანს - ბიძინა ბუცხრიკიძეს (უსაფრთხოების თანამშრომელი) და ჯემალ ისაკაძეს (მერიის
ზედამხედველობის სამსახური). როინ ბუცხრიკიძის თქმით, მას შესთავაზეს ფული და დასაქმება "ენმ"-ის დატოვების და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშობის სანაცვლოდ, რაზედაც უარი განუცხადა.

ტყიბულში „ლელოს“ ტყიბულის შტაბის წარმომადგენლების მიერ ,,სამართლიანი არჩევნებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, მათი შტაბის თანამშრომლის დედაზე, რომელსაც სახლის გადახურვა სჭირდება, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა პირობა წაუყენა, რომ სახლს მაშინ გადაუხურავდნენ, თუ მისი ოჯახი „ლელოს“ აღარ დაუჭერდა მხარს. ქალმა „სამართლიანი არჩვენების“ დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ მას ამგვარი ულტიმატუმი ნამდვილად წაუყენეს. მერის წარმომადგენელმა უარყო ზემოაღნიშნული და თქვა, რომ მხოლოდ შემოსავლის დოკუმენტის შესავსებად ჰკითხა ქალს, დააფიქსირებდა თუ არა ოჯახის შემოსავლად მისი
შვილის „ლელოში“ აღებულ ხელფასს.

ზესტაფონში 10 ოქტომბერს, შორაპანში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა ლიანა ქაჯაია, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც თავისი აქტიურობით ხელს უშლიდა კანდიდატს და არც მას და არც სხვა დამსწრეებს შესაძლებლობას არ აძლევდა აზრი გამოეთქვათ ან დაესრულებინათ."ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის ინფორმაციით, მას მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა სოფელ ულევში, რა დროსაც დაიწყო ტელეფონებზე ზარები და საყვედურები მოსახლეობასთან, თუ რატომ გამოვიდნენ შეხვედრაზე. გიგი წერეთელის თქმით, მან გამოართვა ტელეფონი ერთ- ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს და თვითონ დაელაპარაკა პირს, რომელიც რეკავდა და ზეწოლას ახორციელებდა მოსახლეობაზე. ეს პირი აღმოჩნდა მერის წარმომადგენელი შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში მურად ლაბაძე.

ჭიათურაში „ლელოს“ ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღნიშნული გადაამოწმა კომპანიის თანამშრომლებთან. ერთმა დაადასტურა, რომ ხელმძღვანელის მხრიდან არის დაინტერესება, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ხოლო მეორემ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები რამდენჯერმე შევიდნენ „ლელოს“ ოფისში მეგობართან. ამის შემდგომ მათ მობილურებზე განხორციელდა ზარი შემდეგი გზავნილით „რა ხდება, რაზე დადიხართ“. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ზარი მაღაროს უფროსისაგან განხორციელდა. „ლელოს“ წარმომადგენელის დავით
ჭუმბურიძის თქმით, ის დაუკავშირდა მაღაროს უფროსს და ჰკითხა, თუ რატომ დაინტერესდა მისი მეგობრების ლელოს ოფისში სიარულით, რაზეც მაღაროს უფროსისგან პასუხად მიიღო, რომ იგი იმიტომ ურეკავს თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, რომ კიდევ ერთხელ გააფრთხილოს „ახლა პოლიტიკის დრო არ არის“.

საჩხერეში  „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, 19 სექტემბერს, მათი ოფისის გახსნისას, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა მაგული მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ლელოს“ აქტივისტებს. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში სხვა პარტიის მხარდამჭერები არიან მოღალატეები, ასევე მისი მხრიდან იყო მუქარა, რომ პარტიის აქტივისტებს შეექმნებათ პრობლემა. როგორც „ლელო საქართველოსთვის“ საჩხერის ოფისის ხელმძღვანელმა დიანა ბერაძემ განაცხადა, მაჭარაშვილი არის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი საჩხერის სოფელ კორბოურში. გარდა ამისა, კრედო ბანკის წარმომადგენელია და სხვა პარტიის მხარდამჭერებს ემუქრება, რომ ისინი სესხს ვერ მიიღებენ.

,,„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა მაგული მაჭარაშვილს, რომელმაც ფაქტი არ დაადასტურა და სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა. „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან ივანაშვილმა დამკვირვებელს უთხრა, რომ მაჭარაშვილი მათი მხარდამჭერია. რაც შეეხება ფაქტს მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მაგული მაჭარაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ხალხი ვერ ხედავს, მათ შორის საჩხერეშიც.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩხერის შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ
ცერცვაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიაში მათ წევრებზე განხორციელდა ზეწოლა, რის შემდგომაც 4 კომისიის წევრის ჩანაცვლება დასჭირდათ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა ამ პირებს. მათგან ერთმა დაადასტურა ინფორმაცია და თქვა, რომ მეუღლეს დაურეკეს და მოსთხოვეს, რომ თავი შეეკავებინა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობისგან. კითხვაზე თუ ვინ დაურეკა განმარტა, რომ მეუღლეს მისთვისაც არ უთქვამს. ასევე აღნიშნა, რომ სურს ანონიმურად დარჩენა, რადგან მეუღლე ბიზნეს საქმიანობას ეწევა და არ სურს პრობლემები შეუქმნას. დანარჩენ 3 შემთხვევაში, კომისიის წევრობაზე უარი დროის უქონლობით ახსნეს", - წერია აგნარიშში. 

რაც შეეხება სააგიტაციო მასალების დაზიანებას, ,,სამართლიანი არჩევნებში" აცხადებენ, რომ სააგიტაციო მასალები ზიანდება პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები. ასეთ შემთხვევებზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, როგორც წესი, რთულია. შესაბამისად, დამრღვევთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

ორგანიზაცია რეკომენდაციებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემს. ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს ასეთი შემთხვევები დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები; დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ასევე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი და პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები; საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პოლიტიკურ პარტიებს: მმართველმა პარტიამ არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე; თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.


ავტორი: ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.