პოლიტიკა
ქუთაისში ,,ლელოს" პლაკატები ,,ქართული ოცნების" პლაკატებით დაფარეს
FaceBook
ქუთაისში ,,ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის სააგიტაციო მასალას ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის პლაკატებითი გადაფარეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ამ ფორმით ცდილობენ.

"ერთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ავტოქარხნის დასახლებაში, მეორე - ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ჩემს სარეკლამო პლაკატს გადაკრული აქვს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის პლაკატი, რაც არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. გარდა ამისა, ეს არის ძალიან არაეთიკური და ეს არ არის პირველი შემთხვევა", - განაცხადა ,,ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით "ლელო" საარჩევნო ადმინისტრაციას ქუთაისში დღეს მიმართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტებს სხვა ქალაქებში რეაგირება არ მოჰყოლია. 

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ,,ლელოს" ჯერ განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა მასზე რეაგირებისთვის განცხადებას მიღების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმათველობას გადაუგზავნიან.

ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფაქტს ზედამხედველობის სამსახური გადაამოწმებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

საარჩევნო კანონდმებლობის თანახმად,
წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ავტორი: ანა ჯიქია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში,
რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი
იცვლება.
11:35 / 25.11.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.