ხონის შესასვლელში ,,სტრატეგია
აღმაშენებლის" საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
პარტიაში აცხადებენ, ბანერი დაზიანებული ამ დილით ნახეს და
ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამ ფორმით ცდილობს განსხვავებული
აზრის დევნას.
"ჩამოჭრილია ქვედა ნახევარი. ამ ხელისუფლების
პირობებში ძალადობაში ხედავენ გამოსავალს. არ გაქვს იმედი, რომ
დამნაშავეს გამოავლენენ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ მეთოდებით ვერავის
შეაშინებენ. მათ მიმართ აგრესიას გაზრდიან ხალხში,"
- ამბობს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი გია თევდორაძე.
ბანერის დაზიანების ფაქტზე განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა
სამინისტროს.
საარჩევნო
კოდექსის მიხედვით, პლაკატებისა და ბანერების დაზიანება საარჩევნო
აგიტაციაში ხელის შეშლად ითვლება, რაც პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში
ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.
საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე 18 დღეა დარჩენილი.
2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული
სისტემით ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები