გამოკითხულიდან
18 პროცენტს მიაჩნია რომ მურღულია ცუდად
მუშაობს.
NDI-ის კვლევის მიხედვით ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მუშაობას 46
პროცენტი საშუალოდ აფასებს. გამოკითხულიდან 18 პროცენტს მიაჩნია, რომ
მურღულია ცუდად მუშაობს. ქუთაისის პირველი არჩეული მერის მუშაობას
კარგად მხოლოდ 15 პროცენტი აფასებს - ასეთი შედეგები აჩვენა
საქართველოში NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. საზოგადოების განწყობა
საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც NDI მიმდინარე წლის
აგვისტოში განახორციელა.
კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის
ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის
საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან – 10 სექტემბერის ჩათვლით
განხორციელდა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის
ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში,
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა.
ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც
თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის
მუნიციპალიტეტებში - მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-
3,01%.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC
საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)
მიერ.
მასალის გამოყენების პირობები