"ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა
ივანიშვილი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების
წარდგენას ესწრება.
კანდიდატების დასახელებამდე ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა.
მიმართვაში ივანიშვილმა პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების როლზე
ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა ამ გამოწევევას ეფექტურად
გაუმკლავდა. მისი თქმით, რთულ პერიოდში ხალხმა დაინახა, რომ მზრუნველი
ხელისუფლება ჰყავს.
"ჩვენმა ხალხმა დაინახა, რომ ყავს მზრუნველი და ეფექტური ხელისუფლება,
რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო
"ქართული ოცნება" და ასეთად დარჩება ყოველთვის", – განაცხდა
ივანიშვილმა.
კანდიდატების წარდგენაზე იმყოფება პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია და
მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, პარლამენეტის თავმჯდომარე და
დეპუტატები.
მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალი კოჯორში
იმართება.
მასალის გამოყენების პირობები