ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ პოსტი
დატოვა. თოფურიძემ ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე
დაწერა.
ყოფილი მერი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება
რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა, კორონავირუსის პამდემიის გამო
თანამდებობას ინარჩუნებდა.
თოფურიძე გადადგომის მიზეზებზე არ წერს, თუმცა,
განმარტავს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და რჩება "ქართული ოცნების"
გუნდში.
"ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე
გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდში,
ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის
სასარგებლო საქმე ვაკეთო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით
ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ
თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო
შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც
ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.
დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი
მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება,
რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ
ბევრი პროექტი განხორციელდება", - წერს ნიკოლოზ
თოფურიძე.
ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის მერად 2017 წელს,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები