პოლიტიკა
Covid19 - მსოფლიოს მალული ომი?
FaceBook

ხომ გახსოვთ ილიკო და ილარიონი, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ნამდვილი გმირები, მიწაზე წკეპლით რომ ხაზავენ ომის სტრატეგიას?

 

აი, ზუსტად ასე იხილავენ ეს დღეები ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობას ყველგან - ეზოებში მოწყობილ ფანჩატურებში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

მე მხოლოდ ფაქტების ერთად თავმოყრა გადავწყვიტე თქვენთვის - ოღონდ დასკვნა თავად უნდა გამოიტანოთ.

 

თხრობა დავიწყოთ 2019 წლის 31 დეკემბერით, - მსოფლიო ახალი წლის მოლოდინშია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩინეთის ოფისი პნევმონიის გამომწვევ დაუდგენელ წყაროზე ინფორმაციას ავრცელებს.

 

გავრცელების ათვლის წერტილი ქალაქი უჰანი, და დიახ! უხანში ნამდვილად არსებობს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მსოფლიოში ცნობილი ლაბორატორიებით. რომლებიც ვირუსის ეპიცენტრიდან (იმ არალეგალური ცხოველთა ბაზრობიდან, სადაც ცხოველთა ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება) 32 კილომეტრშია.



მანამდე, კანადის პოლიციამ თავის უინიპეგის იმ ლაბორატორიიდან, რომლებიც მიკრო-ორგანიზმების საშიშ პათოგენებზე მუშაობენ, მართლა გამოაძევა ჩინელი მეცნიერი ციუ სიანგო იმ ბრალდებით, რომ 2019 წლის ჯერ კიდევ მარტში ებოლას და ნიპაჰის ვირუსის ნიმუშები კანადის ლაბორატორიიდან ჩინეთს მიაწოდა.

 

საინტერესო ფაქტია, რომ ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პარალელურად, აგრეთვე უხანშია განთავსებული მსოფლიოში უდიდესი, მწვავე რესპირატორული სინდრომის კვლევის ცენტრიც.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სააგენტომ „სინჰუამ“ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უხანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კორონავირუსთან დაკავშირებით, რომლებიც ღამურებში იპოვეს; ორი წლის წინ იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ კორონავირუსის ახალი შტამის გადამტანები, თუმცა მანამდე, არანაირი შეზღუდვა-აკრძალვა მისი გაყიდვის ან მათ ტრადიციულ სუპში გამოყენებაზე არ გავრცელებულა. როცა კი დეკემბრის 31-ში ბაზრიდან 585 ნიმუში ამოიღეს, 33 ღამურაში ახალი კორონა-ვირუსი აღმოჩნდა.

 

ყველაზე დიდი ბინგო ჩემთვის მაინც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშია, სადაც ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთი „ფარულ ბიოლოგიურ ომს“ აწარმოებს.

 

გეცნოთ კავშირი პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებთან: „ამერიკა ომშია უხილავ მტერთან!“.

 

ამ დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა ვირუსი არათუ სახელით, არამედ „ჩინურად“ მოიხსენია და არც თეთრი სახლის კამერებს გამოპარვიათ ახლო კადრში ეჩვენებინათ პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტში პრეზიდენტისვე გადაჯღაპნილი და ჩამატებული სიტყვა „ჩინური“ ვირუსის აღმნიშვნელად.



ჭორაობისკენ და ვარაუდებისკენ რომ არ გაგვექცეს ეს მსჯელობა, მოდი ვისაუბროთ - ვინ დარჩა მოგებული და ან წაგებული; ვინ ყველაზე მეტად იზარალა.

 

დავიწყოთ ჯერ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვით. ყველამ ვიცით, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ამერიკასაც გააჩნია საგარეო ვალი და ეს მარტო ჩინეთთან 1.07 ტრილიონი დოლარია. თუმცა ამაში არაა საქმე. ბოლო ათწლეულია საკუთარი თვალით ვხედავდით, თუ როგორ ანგრევდა ჩინეთი თავისი დაბალი ტარიფებით ამერიკის ეკონომიკას.

 

მარტო იაფი მუშახელის საშუალებით ბუშ-ობამას მართველობებისას მოხდა ამერიკული ინდუსტრიის ფაქტიური გადასროლა ჩინეთში. ამიტომაც გავრცელდა ფრაზა ამერიკაში, „ღმერთმა მსოფლიო შექმნა 7 დღეში, და დანარჩენი MADE IN CHINA”.



აიფონი, მაკ-კომპიუტერები, HP ჰიულეტ-პაკარდი, სტარბაქსი, პრადა, არმანი, ბარბერი, დოლჩე-გაბანა, ტომი ჰილფიგერი, დონა კარანი, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომლებიც ჩინეთში იწარმოება. და მანქანები? გერმანულ მერსედესს, ვოლკსვაგენს ან BMW როცა ყიდულობ, უნდა იცოდე რომ მანქანა შეიძლება ჩინეთშია აწყობილი.

 

აი, ამ საათივით აწყობილ მექანიზმს დაეჯახა პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ჩინეთთან ჯერ უდიდესი იმპორტის ტარიფი დააწესა, რომ ამერიკული კომპანიები ისევ ქვეყანაში შემობრუნებულიყვნენ, შემდეგ კი ახალი სავაჭრო ხელშეკრულება შესთავაზა.

 

ყველაზე დიდი უბედურება მსოფლიო ეკონომიკას ტრამპის განცხადებებმა დაანახა 2019 წლის 23 აგვისტოს, როცა ტვიტერით უბრძანა ბიზნესმენებს და კატეგორიულად მოთხოვა ჩინეთისგან დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. პირდაპირ დაავალა, ალტერნატივა მოეძებნათ და ჩაენაცვლებინათ ჩინეთი, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს საფრთხეში აყენებდა.

 

ეს 23 აგვისტო ხო პარასკევი იყო, უფრო უარესი მეორე პარასკევი გათენდა, ამ დღეს ტრამპი ამერიკულ კომპანიას, „ჯენერალ მოტორს“ დაესხა თავს და ჩინეთში გადატანილი მთელი ავტოინდუსტრიის ქვეყანაში დაბრუნება უბრძანა. და ამით, ამერიკის უმუშევრობის დაძლევა შეუქცევადი პროცესი გახადა - და პირველად 20 წლის მანძილზე უმუშევრობამ მნიშვნელოვანი მარჯინებით დაიწყო კლება.

 

მაგრამ სასწაული შემდეგ მოხდა.

მსოფლიოში ხომ 60 სავალუტო ბირჟაა, აქედან სამი - ნიუ-იორკის, ლონდონის და ტოკიოს ბირჟები მსოფლიოს უწესებენ დღის წესრიგს და პირიქით. იშვიათად ახსოვს სპეციალისტებს, რომ შანხაის სავალუტო ბირჟას რაიმე ბიძგებით ეს სამეული დაენგრიოს. იანვრის მესამე კვირაში ჩინურმა აქციებმა სწრაფი ნიშნულებით დაიწყეს ვარდნა, მაგრამ რაც 27 იანვარს, ორშაბათს, ჩინური ახალი წლის მესამე დღეს მოხდა, მსოფლიო შეაზანზარა - მარტო მთელი სავალუტო ფონდის საერთო ინდექსმა 8 პროცენტით დაიწია, სულ გადაწითლდა ბირჟის ტაბლოები, და უფრო უარესი - ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა შეზღუდვების მთელი სია გამოაცხადა კორონავირუსზე საპასუხოდ.



ამერიკულმა ჰოლდინგებმა და ბანკებმა, დაინახეს რა ვირუსის უკონტროლო სახე და დომინოს ეფექტის საშიშროება, უსწრაფესად დაიწყეს რისკის მატარებელი ჩინური აქციების გაყიდვა, - ჩინური რკინიგზის, სინოპეკის, ალიბაბას, მათ შორის ნასდაქის და მრავალი სხვა. უზარმაზარი რაოდენობის გაიყიდა ერთ დღეში.

 

3 თებერვალს მოხდა ყველაზე დიდი საოცრება, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლის თავია დამარხული, და გასაღებების მთელი აცმა ინახება: - ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა, სავალუტო ფონდის და ვალუტის გასამაგრებლად 150 მილიარდი იუანის, ანუ 22 მილიარდი დოლარის ექვივალენტი ნაღდი ფული გამოყარა და რა ქნა? ეს ფასდავარდნილი და გაუფასურებული აქციები თავად შეიძინა, - ბაზრიდან გაყარა უცხოური კაპიტალი და აქციებით საკუთარ მინდორზე პოზიციები გაიმაგრა.

 

მაგრამ, აი, ამ გათამაშებამ მაინც გამოიწვია დომინოს ეფექტი, ერთი რომ წაიქცევა და დანარჩენი მიყვება - და ესაა ნავთობის ფასი.

 

ციტატის დასაწყისი: „ახლა, ზოგიერთ ქვეყანაში სასმელი წყალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნავთობის“, - ციტატის დასასრული. და ეს სიტყვები სამი დღის წინ თავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა თეთრ სახლში გამოსვლისას. ამერიკის სანაპიროებზე უკვე თვეზე მეტია დგას საოკეანო ტანკერები ნავთობით სავსე, რომლებიც ქვეყანაში ვერ შემოდიან, რადგან ნავთობაზები სავსეა და ქვეყნის კერძო სექტორს არ შეუძლია აითვისოს ეს მარაგი.

 

ახლა საუდის არაბეთის ნავთობის ფასი ბარელზე (ანუ 159 ლიტრზე) ადგილზე 21 დოლარს შეადგენს, და ფასის ასეთი ვარდნა დეფოლტისკენ აახლოვებს რუსეთს.

 

ჩვენი კითხვაა, რომელი ქვეყნის ჰეგემონიის ნიშნები იკვეთება ჩვენს წინაშე მდგარ ამ ახალ მსოფლიო წესრიგში? და რომ ვიცით, არცერთი ქვეყნის გაბატონებას მსოფლიოზე შეერთებული შტატები არ დაუშვებს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მესამე, მალული მსოფლიო ომი დაიწყო და ტრამპიც ამ უხილავ მტერთან ბრძოლაზე აცხადებდა, რომ - გამარჯვებით დავასრულებო?

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.