ქუთაისი, რომელიც ქართული
ცივილიზაციის აკვანია და რომელმაც სისხლი გადაუსხა ქვეყანას, ახლა
არის მიტოვებული - გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის
აქციაზე.
"ჩვენ ჩავსვამთ ამ ხელისუფლებას ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ
აქედან" - განაცხადა ვაშაძემ. მან აქციის მონაწილეებს და მხარდამჭერეს
მოუწოდა იყვნენ მშვიდად და არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან.
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო
და ის ამ წუთებში ქუთაისის მერიის შენობის წინ გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები