დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ
დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო.
საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის
ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება
ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის
ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება
სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ
რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ
ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს",- ნათქვამია გუბერნატორის
განცხადებაში.
დღეს, 14 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში
მასშტაბურ აქცია-მსვლელობას გეგმავს. მათი განცხადება,
მსვლელობა იქნება მშვიდობიანი.
მასალის გამოყენების პირობები