პოლიტიკა
''აქციაზე არ იქნება კვერცხებით და ცოცხებით სირბილი''- ქუთაისში ოპოზიცია აქციისთვის ემზადება
FaceBook

ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიიცია  6 დეკემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობსითვის ემზადება.



ამ მიზნით, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' ოფისში, სადაც გუშინ ხმაური იყო, დღეს თათბირი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აქცია იქნება მშვიდობიანი .

“აქცია იქნება ქუთაისისთვის შესაფერისი, კულტურულად, ცივილიზებურად გამოხატული პროტესტი. არ იქნება ველურებივით მორბენალი, ქალაქის მერიის წარმომადგენლების მსგავსად  კვერცხებით და ცოცხებით სირბილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ჩვენი მიზანი არის მშვიდობიანი მსვლელობა", - ამბობს გიგა შუშანია.


გაერთიანებულ ოპოზიციაში 18 პარტია შედის.


ქუთაისში, გერთიანებული ოპოზიცია აქცია-მსვლელობას პარასკევს 14:00 საათზე  გამართავს. მსვლელობა კიკვიძის ძეგლიდან დაიწყება და გუბერნიის შენობასთან დამთავრდება.

აქცია-მსვლელობაში სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.


ქუთაისში, ოპიზიციური პარტიების ოფისებზე პირველი თავდასხმა 29 ნოემბერს მოხდა. "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ შენობასთან ცოცხებიც მიიტანეს.

მანამდე "გაერთიანებული ოპოზიციის"წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების"ოფისი დააბოქლომეს,რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაიმსხვრა პარტიის შენობაში არსებული შუშა.


მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.

შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. თუმცა, სწორედ შეხვედრიდან მეორე დღეს, 1 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოპოზიციას აქცია კვლავ მოუწყვეს. ქართული ოცნების აქტივისტებმა ,გაერთიანებული ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.