სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.3
პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და
კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2
პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8
პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასები
გაიზარდა 15.4 პროცენტით.
ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე
ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა- ფასები
გაზრდილია 7.0 პროცენტით.
ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი
მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და
კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);
ტრანსპორტი - დაფიქსირდა ფასების 3.1
პროცენტიანი მატება.
ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი),
სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები -
ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით.
ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის
გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები