პოლიტიკა
დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობა და ამ დრომდე დაუდგენელი დანაშაულის ნიშნები
FaceBook

ქუთაისში, ოპოზიციური პარტიების ოფისები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საღებავი, კვერცხები და ცოცხები ესროლეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებშია განთავსებული.


კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცით, ცისფერყანწელთა ქუჩის #11-ს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისი მდებარეობს, ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა,  თამარ მეფის #44-ში არსებული შენობა კი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად  2008 წელს აღიარეს.


29 ნოემბერს და პირველ დეკემბერს ოფისებზე მიტანილი იერიშის შედეგად,  შენობების ფასადებზე  წითელი საღებავის და კვერცხის კვალი ამ დრომდეა შემორჩენილი.


ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს აქტივისტების მიერ ნასროლი კვერცხი სახის არეში მოხვდა,  სამართლებრივი რეაგირება  არ მომხდარა.  გამოძიება არ დაწყებულა არც კულტურული მემკვიდრეობის  სტატუსის მქონე ძეგლების დაზიანების ფაქტზე.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შენობები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის, შესაბამისად, მომხდარზე რეაგირებას ვერ მოახდენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე არკვევენ, არის თუ არა მომხდარში დანაშაულის ნიშნები.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოებას იცავს და არეგულირებს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“. ძეგლზე ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას სხვადასხვა ოდენობით.








Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #აქცია
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.