პოლიტიკა
“ქართული ღირსების პატივისცემით, ვიშლებით" - "ქართული ოცნება"
FaceBook
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალების" ოფისთან გამართული აქციის "არა მიშას" დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

ყოფილი ვიცე მერის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის  გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, დაშლის გადაწყვეტილების საფუძველი  "ქართული ღირსების პატივისცემაა".  

“ქართული ღირსების პატივისცემით ჩვენ ვიშლებით, მაგრამ თუ კიდევ ჩამოვა გრიგოლ ვაშაძე ათი ამდენი მოვალთ. ქუთაისში ნაცების ლიდერები არ უნდა გამოვიდნენ, ამოგვივიდა ყელში ამათი დესტრუქციული ქცევები, კვერცები და საღებავი იმიტომ ვისროლეთ, რომ მათგან წამოვიდა პროვოკაცია," - ამბობს გრიგოლ დალაქიშვილი.


"ქართული ოცნების" აქტივისტებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვლავ ცოცხები და კვერცხები ესროლეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოპოზციის ოფისში შეჭრასაც ცდილობდენ, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება.

ოფისში შესვლის შესაძლებლობა მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. 

,,მონები, ქატმები “ - ამ შეძახილებით სკანდირებენ ისინი.

"არა მიშას" - ამ მოწოდებით "ოცნებამ" ნაციონალებს აქცია მოუწყო. "ოცნების" აქტივისტებმა მსვლელობა თეთრი ხიდიდან დაიწყეს. "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება” -სკანირებდნენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, ქუთაისში, "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ ასევე, შენობასთან ცოცხები მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს პასუხია "ნაციონალების" ქმედებაზე, რომლებმაც, მათი თქმით, "ქართული ოცნების" ოფისი დაარბიეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად არიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.