ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი გახდა.
ქუთაისის მესხიშილის თეატრი ამ კავშირში ოფიციალოურად
გაწევრიანება ამსტერდამში ევროპის თეატრების გენერალურ
ასაბლეაზე გაიმართება.
„ევროპული თეატრალური კონვენციის წევრობა ნიშნავს სერიოზულ კავშირებს, სერიოზული მეგობრობას ევროპის მნიშვნელოვან თეატრებთან, ურთიერთგაცვლას, ვორკშოპებს, მათ აქ ჩამოსვლას, ახალ ტექნოლოგიებს. სერიოზულ ფესტივალებზე დასწრებას“, - აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.
თეატრის დირექტორის თქმით ეს წარმატება იმ საგასტროლო პოლიტიკის შედეგია რომელიც თეატრს ბოლო წლებში აქვს.
„ამ კავშირის წევრობა გაარღვევს ყველა საზღვარს და გზას გაგვიხსნის ყველაზე მნიშვნელოვანი თეტრალური ფესტივალებისკენ“, - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
ეს კავშირი 25 ქვეყნის 40 თეატრს აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები