პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.
„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს
მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და
ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ
ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ
იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის
მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა
წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი
ძირითადი ამოცანა.
მასალის გამოყენების პირობები