ახლა, დიდი კამათია ატეხილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულ ბავშვთა უფლებების კანონის შესახებ. თუ ეს კანონი ძალაში შევა, ამბობენ, რომ მშობელს ბავშვის დასჯა აეკრძალება და ეს შეიძლება სამართალდამცავთა მხრიდან დასჯადი გახდეს.
როგორაა ეს რეგულირებული შეერთებულ შტატებში?
ბავშვთა უფლებათა კონვენცია
კრძალავს ძალადობას ბავშვზე, მაგრამ ეს არ
ნიშნავს რომ დასჯას კრძალავს. ის გარკვევით
გიხსნის, რომ
-
დასჯის მეთოდად არ შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი
ფორმები, როგორიცაა
გალახვა,
გაროზგვა, სილის
გაწნა, მოჩეჩვა ან
რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა, რომელსაც
შემდეგ მეორე უკიდურესობაში მივყავართ - ბავშვს ეს
ფაქიზი ფსიქიკა შეიძლება ისე დაუზიანდეს, რომ შემდეგ
თვითონ იქცეს მოძალადედ.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს ყველა სასტიკი დამნაშავე თავად იყო ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში.
დასჯას ამერიკელი მშობელი მხოლოდ პრივილეგიების შეზღუდვაში ხედავს. ბავშვებს ხომ ფინანსური შემოსავალი არ აქვთ და მშობლების სიკეთეებით სარგებლობენ?
მშობელს ჭკუის სასწავლებელი გაცილებით მეტი ბერკეტი გააჩნია ბავშვისადმი, ვიდრე ეს ფიზიკური ძალადაობაა.
მშობელი წყვეტს აქ, დაიმსახურე თუ
არა ეზოში თამაშის უფლება? და შეგიძლია
თუ არა “სლიპ-ოვერზე”
(ღამისთევით) დარჩე მეგობრის სახლში.
ველოსიპედი, ცურვაზე
სიარული, ფეხბურთის
კლუბში მონაწილეობა,
ფოტომოყვარულთა კლუბი,
სკაუტები, კომპიუტერი და
კომპიუტერული თამაშები, მოგზაურობაში
წაყვანა - ეს მცირე
ჩამონათვალია იმ აკრძალვების, რომელიც
მშობელს მოხერხებულად შეუძლია გამოიყენოს დასასჯელად.
არის კიდევ
ერთი რამ, რასაც
ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას საქართველოში. ეს არის
ბავშვთან შესაბამისი კომუნიკაცია.
ამის დრო ნაკლებად რჩება ხოლმე მშობელს, ან საამისო მიდგომისთვის სიმშვიდე არ ყოფნით.
ბავშვს დიდი კაცივით უნდა აუხსნა გასაგებ ენაზე, რატომ იყენებ დასჯის ამ მეთოდს. დაარწმუნო, რომ მისთვის არის ეს კარგი, თორემ შენ ერთ სიკვდილს ათავებ ამის გაკეთება რომ გიწევს.
ასე, ბავშვის გონების ფორმირებას ისე მოახდენ, რომ მასში ძალადობის კვალი აღარ დარჩება და სამყაროც კეთილი ბუნების ადამიანს მიიღებს მისი სახით.
მასალის გამოყენების პირობები