ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია ,,თქვენთვის შეტყობინებაა’’ გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად
საჭიროა არსებობდეს სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც ხელს
შეუწყობენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციას და
საზოგადოებაში ინტეგრაციას.
"ძალადობა მძიმე
გავლენას ახდენს ბავშვების ფსოქო-ემოციურ მდგომარეობაზე,ძალადობის
მსხვერპლი ბავშვები ხდებიან დისფუნქციურები, საკუთარ თავზე
განცდილი ძალადობრივი გამოცდილება შესაძლებელია სხვაზე გადაიტანონ და
გახდნენ მოძალადეები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ
გააუმჯობესოს სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვთა
საჭიროებებს", - ამბობს პროექტის კოორდინატორი თინათინ
ჭელიშვილი.
კამპანია "თქვენთვის შეტყობინებაა" სამი დღის განმავლობაში
გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან: "კოალიცია ბავშვებისა და
ახალგაზრდებისათვის", სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი
(R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE),
საზოგადოება „ბილიკი“, „სოციალური ქოლგა“, USAID-ის და საქართველოს
გაეროს ასოციაციის პროგრამა PITA. კამპანია დაფინანსებულია აშშ
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის
მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the
Children-ის მიერ.
კამპანია ქუთაისის გარდა გორსა და თელავშიც იმართება.
მასალის გამოყენების პირობები