პოლიციამ 1980 წელს დაბადებული გ.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და „ეფ1“-ის ტიპის
ხელყუმბარა. ზესტაფონში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი
ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი
157 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები