საქართველოში 2024 წლამდე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება,- ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე რჩება იგივე
საარჩევნო სისტემა.
2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები