ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელეების პროფესიული გადამზადებისთვის 10 000 ლარიანი ტენდერი (NAT190021187) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა სწავლება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ აკრედიტირებული პროგრამით უნდა განახორციელოს, რომელიც მოიცავს შემდეგ კურსებს: პიროვნული და პროფესიული კომპეტენციის განვითარების კურსი, მოხელის მენეჯერული უნარები და სხვა.
სწავლება საკლასო მეცადინეობის
ფორმით წარიმართება, რაც გულისხმობს ტრენერის თანდასწრებით
მეცადინეობას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში.
წინადადების მიღება 13 ნოემბერს იწყება და ორ დღეში, 15 ნოემბერს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები