პოლიტიკა
„საქსტატის“ მონაცემებით, ერთ წლის განმავლობაში ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7%-ით, პური და პურპროდუქტები კი 11%-ით გაძვირდა
FaceBook

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7 პროცენტით,ხოლო პური და პურპროდუქტები 11 პროცენტით გაძვირდა.


„საქსტატი“ ოქტომბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის თანასხმადაც, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიის ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით . კერძოდ, ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 16 პროცენტით, თევზეული 15.8 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული 12.4 პროცენტით, ასევე პური და პურპროდუქტები 11 პროცენტით გაძვირდა.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3 პროცენტი).

ერთწლიან ჭრილში დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3 პროცენტიანი მატება. სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფზე: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით.

„საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), ასევე ხილი და ყურძენი (1.0 პროცენტი). ამასთან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (10.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.9 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

წყარო: interpressnews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.