"საქართველოში დეცენტრალიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ გააჩნიათ, მეტიც - მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა.
საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად.
ხელისუფლება ამჟამად 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგისა და
2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა ჯერ
კიდევ უცნობია
თუ რა სახის და ოდენობის ქონება შეიძლება გადაეცეთ თვითმმართველობებს
საკუთრებაში. ამასთანავე პრობლემურია შემდეგი გარემოებაც -
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის
ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან,
რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად
აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული
უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა
შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის
მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასაც და
თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიასაც", -
ნათქვამია კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები