ქუთაისში, წყლის მილების დაზიანების გამო აღმაშენებლის გამზირსა და ჯიბლაძის ქუჩაზე ერთ კვირაზე მეტია წყალი იქცევა.
აღმაშენებლის გამზირის მსგავსად,
მილები დაზიანებულია ჯიბლაძის ქუჩაზეც, რის გამოც ქუჩის ნაწილი
იტბორება. შექმნილი მდგომარეობის გამო მოსახლეობა პროტესტს
გამოთქვამს.
"ვცდილობ ისე შემოვუარო გზას,
რომ არ დავსველდე. ძალიან არასასიამოვნოა ასე გადაადგილება. მარტივი
ამბავია ამის გაკეთება, მაგრამ თავს არ იწუხებენ", - ამბობს ომარ
ლანჩავა.
ჯიბლაძის ქუჩა
საქართველოს გაერთიანებულ
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში ამბობენ, რომ
ადგილზე შესაბამისი სამსახური მივა და ვითარების შესწავლის შემდეგ
გარკვეულ ზომებს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები