წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახები აკურთხეს. ამასთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
,,წყალი ვაპკურეთ ოჯახებს,
რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ. კურთხევა ანუ წყლის დაპკურება ოჯახში
მადლის შემოგებებას ნიშნავს. ოჯახების კურთხევა არის უდიდესი მადლი,
ამასთან ერთად ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს, ვარიგებთ ბროშურებს ივერის
ღვთისმშობლის ხატისა და აწყურის ხატის ისტორიის შესახებ“,
– ამბობს დეკანოზი ილია კარკაძე.
დეკანოზის თქმით,
ოჯახების კურთხევის ცერემონია წელს პირველად ჩატარდა. წყალტუბოში
ოჯახების კურთხევას ქალაქის მერი, გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე
ესწრებოდნენ.
ოჯახები უკვე იკურთხა საჩხერისა და ჭიათურის
მუნიციპალიტეტებში.
მასალის გამოყენების პირობები