პოლიტიკა
არტ-რეზიდენცია ხონში (ფოტო)
FaceBook

ხონის ისტორიულ მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიმართა.


ქართველმა, ავსტრიელმა და  კორეელმა ავტორებმა ე.წ. არტ-რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.


„არტ რეზიდენცია ნიშნავს, როდესაც მოიწვევ უცხოელ ხელოვანებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მედიებში. მაგალითად, ვიზუალურ არტში, ვიდეოხელოვნებაში, ფერწერაში  და ისინი ადგილობრივი ადათ- წესის მიხედვით ცხოვრობენ. ეს არ არის პლენერი, სადაც მოწვეული სტუმრები სასტუმროში ცხოვრობენ, არტ-რეზიდენცია არის  ჩართულობა და კომუნიკაცია ადგილობრივებთან ერთად. როდესაც ყევლა ხედავს მათი მუშაობის პროცესს“, - განმარტავს გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი მხატვარი თორნიკე სანოძე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერა, ინსტალაცია, ვიდეოხელოვნება, ფოტოგრაფია.

გამოფენის ორგანიზატორების სურვილი იყო დამთვალიერებელი გაცნობოდა თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებს და მიმართულებებს. მათ თანამედროვე არტი ყველაზე აკადემიურ სივრცეში ხონის ისტორიულ მუზეუმში წარმოადგინეს. ამით თითქოს ისტორია და თანამედროვეობა გააერთიანეს.


„თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მთავარია იდეა და ეს იდეა შეიძლება გამოხატო ათასნაირი საშუალებით. მაგალითად ჩვენი არტ-რეზიდენციის მონაწილე ერთ -ერთმა მხატვარმა ყველა მის ნაცნობს კითხა რა არის ხელოვნება, მერე ეს პასუხები  დაწერა გამჭვირვალე ფურცელზე შეაერთა სათევზაო ძაფით. პროექტორის სინათლეზე ამ გამჭვირვალე ქაღალდს საოცარი ეფექტი აქვს. ქაღალდებზე ასობით მოსაზრებით ამოკითხვა შეიძლება თუ რა არის ხელოვნება და ა.შ. მოკლედ კონტემპორარი ყველაფრის საშუალებას აძლევს ავტორს მისი სათქმელი ნებისმიერი ფორმით გამოხატოს“, - ამბობს თორნიკე სანოძე.

.

არტ რეზიდენცია ხონში მეორედ ტარდება .

ორგანიზატორები მომავალში გეგმავენ მასშტაბების გაზრდას და სხვადასხვა მედიაში მომუშავე ათი უცხოელი ავტორის ჩამოყვანას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:31 / 02.04.2025
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე, საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,
ქუჩის პროტესტის პარალელურად, საჭიროა, შეიქმნას პროევროპული
პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, წინააღმდეგობის პლატფორმა.
11:20 / 01.04.2025
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქუჩის პროტესტის პარალელურად, საჭიროა, შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, წინააღმდეგობის პლატფორმა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.