პოლიტიკა
პროტესტის მიუხედავად, მესხიშვილის თეატრში მოსკოვის დასი დღეს მორიგ სპექტაკლს ითამაშებს
FaceBook
პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრში მოსკოვის თეატრის დასი დღეს მორიგ სპექტაკლს "ჩვენი ეზოს სიმღერებს" დადგამს.

თეატრში განმარტავენ, რომ  პროგრამაში ცვლილებები არ იგეგმება, შესაბამიდად, მესხიშვილის თეატრის სცენას უკვე მეორე დღესაც დაუთმობენ რუს  მსახიობებს.


ქუთაისში მოკოვის თეატრის დასის ჩამოსვლას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, 19 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრის წინ სპექკალის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა.


სამოქალაქო  მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტაის" წევრების განცხადებით, სირცხვილია იმ ქვეყნის წარმომადგნლების ქუთაისის სცენაზე თამაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვთ. სამაგიეროდ, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, ლადო  მესხიშვილის თეატრის  ხელმძღვანელი და მასხიობი სულხან გოგოლაძე.


"პირდაპირ გეუბნებით -კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება. მე არ ვებრძვი კულტურულ რუსეთს, მე ვებრძვი აგრესიულ, მილიტარისტულ და ოკუპანტ რუსეთს.  რატომ არ აპროტესტებენ როცა რეზო გაბრიაძე ჩადის მოსკოვში, როცა ნინო ქათამაძე მღერის იქ, ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რომ რუსეთის ბაზარზე იყიდება,  ამას რატომ არ აპროტესტებენ? სინამდვილეში,   მათ უნდათ მხოლოდ პოლიტიკური აქტიურობა და მე მათ ამაში ვერ ავყვები", - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.


ქუთაისში მოსკოვის თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან" 19-20 ოქტომბერს ორ სპექტაკლს წარმოადგენს. 



ამავე თემაზე:

"კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება" - სულხან გოგოლაშვილი ქუთაისში მოსკოვის თეატრის ვიზიტზე

ქუთაისში მოსკოვის თეატრის სპექტაკლი პროტესტის ფონზე ჩაივლის


ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლი გააპროტესტეს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.