პოლიტიკა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ივანეიშვილის სასმართლო პროცესი ამ  წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მიმდინარეობს.
გრიგოლ ივანეიშვილი მიმდინარე წლის იანვარში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებითაა დაკავებული. 

„ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიმუშავია იმ პერიოდშიც, როცა ხელფასი 40 ლარი იყო, მაგრამ ეს მაშინაც შორს იყო ჩემგან, რასაც ქრთამი ჰქვია. ბატონმა შალვა თადუმაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბრალის ახალი სტანდარტი უნდა დამკვიდრდესო. მე მეეჭვება, რომ ჩემ შემთხვევაში ასეა. სუს-ის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას თავისი მიზეზები აქვს. ეს დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანა. სუს-ი იმაზე მეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს", - განაცხადა ივანეიშვილმა, სასამართლო პროცესზე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი სასამართლოში ჩვენებას აძლევს. გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად ასევე დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუაც. ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ქრთამის აღების ბრალდებით საკრებულოს სხდომაზე 25 იანვარს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.


ამავე თემაზე

ბინები, სასტუმროს ნომერი, მიწის ნაკვეთები – რა ქონებას ფლობს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

რატომ დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე – სუსის განცხადება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

შენობა, რომლის აუქციონზე გაყიდვას წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტორს დაჰპირდა (ვიდეო)

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამი ირანელი მოქალაქისგან აიღო"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.