ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის
სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
თანამდებობაზე, კონკურსის წესით, დაინიშნა მირზა მამასახლისი. მირზა
მამასახლისმა დაამთავრა ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლა. სწავლობდა აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესია იურისტი, ბაკალავრიატი)
, თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში ( პროფესია ბიზნეს-სამართალი,
მაგისტრატურა), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( პროფესია საჯარო
მმართველობა, დოქტორანტურა).
2010-2013 წლებში მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის
პრეზიდენტად. 2014-2017 წლებში- იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციაში , სპეციალისტად. 2017-2019 წლებში იყო ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები