ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმარმა, ქუთაისის სასჯელაღსრულების
მეორე დაწესებულებაში
საკნის
სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხჩო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი წურწუმიამ
მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე, პენიტენციურ
დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.
უწყების ცნობით, დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და პარალელურად პენიტენციური
დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო
ღონისძიებები.
"სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა,
მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა
ბრალდებულის გარდაცვალება. მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 -ე პრიმა მუხლის მე-2
ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა,
ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის
მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით
(თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა)", - აცხადებენ პენიტენციურ
სამსახურში.
გიორგი წურწუმია 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ
გუშინ მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები