ტყიბულში შესაძლოა თბოელექტროსადგური ისევ აშენდეს , ამის შესახებ
ნათია თურნავამ ტყიბულში ისაუბრა.
ტყიბულში ჩასულ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, ერთ-ერთმა
მეშახტემ სამი წლის წინ დაპირებულ თბოელექტროსადგურის მშენებლობაზეც
დაუსვა შეკითხვა.
ნათია თურნავას თქმით, თბოელექტრო სადგურის აშენების ვალდებულებას
ახალ ინვესტორს დააკისრებენ.
"პირველი მიზეზი რის გამოც გაჩერებული იყო თბოელექტროსადგური ისაა,
რომ ხელის შევლება სჭირდებოდა სადგურს, მეორე - არ იყო მოპოვება,
მთავარია იყოს ნახშირი, იქნება ნახშირი იქნება ქვესადგურის
მუშაობაც, ახალ ინვესტროს ("სტილინტერნეიშენალ ტრეიტ კომპანია
") ჩვენ დავაკისრებთ ვალდებულებას მოიპოვოს ნახშირი,
რომელიც არამარტო 13 მგვ-ს, არამედ მინიმუმ 150 მგვ-ს
ეყოს, სხვანაირად ჩვენს ნახშირს არ ექნება გასაღების ბაზარი'',
- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
თბოელექტროსადგური, ტყიბულის მუნიციპალიტეტში
2016 წელს უნდა აშენებულიყო, რომლის სიმძლავრე
150 მეგავატი იქნებოდა, მშენებლობის განხორციელების ხელშეკრულებას
ხელს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც აწერდა,
თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თბოელექტრო
სადგური ტყიბულის ნაცვლად გარდაბანში აშენდებოდა.
ამავე
თემაზე:
ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
თბოელექტროსადგური ტყიბულში აღარ აშენდება
მასალის გამოყენების პირობები