ქუთაისში, მსახიობი და ქალაქის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა.
იგი 1937 წელს
დაიბადა ქუთაისში, 1962
წლიდან, თეატრალური
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ქუთაისის მესხიშვილის თეატრში იწყებს
მოღვაწეობას. 18 წლის
მანძილზე უცვლელად ხელმძღვანელობდა თეატრის მოღვაწეთა ქუთაისის
განყოფილებას.
სცენაზე შექმნილი ასეულობით სახის
გარდა, მრავალი როლი
აქვს განსახიერებული ქართულ ფილმებში. მაყურებელს
განსაკუთრებით ახსოვს მისი შექმნილი სახეები ფილმებიდან “პირველი
მერცხალი”,
“ბაკულას ღორები”, “გასეირნება
თბილისში”, მისი ბოლო
ნამუშევრიდან - “ჩემი
ბედნიერი ოჯახი”, რომელიც
რამოდენიმე თვის წინ მსოფლიოს უდიდესმა პლატფორმამ “ნეტფლიქსმა”
შეიძინა.
ანზორ ხერხაძის ოჯახში დღევანდელი დღე, 13 სექტემბერი, ერთნაირად,
სიხარულისა და მწუხარების დღეა, რადგან მსახიობის გარდაცვალებამდე
ერთი საათით ადრე მის ოჯახში შვილიშვილი - პატარა ემილია
დაიბადა.
მასალის გამოყენების პირობები