20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა
"მარში კლიმატისთვის" მოეწყობა.
აღნიშნული ღონისძიებით საქართველო შეუერთდება მსოფლიო კამპანიას
"GLOBAL STRIKE"-ს.
ორგანიზატორები "GLOBAL STRIKE" - ით მსოფლიო ლიდერებს კლიმატის
ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ
მოუწოდებენ.
ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებს,
რომელიც გლობალური მოძრაობის 350.ORG წარმომადგენელია
საქართველოში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა "350.ORG"-თან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნულის საფუძველზე,, ქუთაისი 2050
წლისთვის სრულად უნდა გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროების
გამოყენებაზე.
ქუთაისი პირველი ქალაქია კავკასიაში, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები