აბიტურიენტებს პროგრამების რეიტინგულო სიაში ცვლილებების შეტანის ვადა
26 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ
გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით
გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს,
მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ
პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ
შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები,
რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი
გამოცდები და მიღებული ქულები.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის
ინსტრუქციასაც აქვეყნებს.
საგანმანათლებლო პროგრამის დამატება:
-
კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი
საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს - „დამატება“;
-
წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას - „დამატება“.
საგანმანათლებლო პროგრამის წაშლა:
-
კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს -
„წაშლა“;
-
განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს - „შენახვა“ და
ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას:
განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია!
შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი!
მასალის გამოყენების პირობები