ქუთაისის მერია ხარებავას ქუჩაზე, აივნის ჩამონგრევის შედეგად ქალბატონის გარდაცვალების
ფაქტზე პასუხისმგებლობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას
აკისრებს.
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის
უფროსი ჯონი არაბიძე აცხადებს, რომ ხარებავას ქუჩაზე
აივანის მდგრადობა შემოწმებული არ იყო, რადგან ეს მერიის
პრეროგატივა არ არის.
"ვის უნდა შეემოწმებინა ეს აივანი? ეს მერიის პრეროგატივა
არ არის, არასწორად სვამთ საკითხს. რაც კი კორპუსებია
ქალაქში ეს არის კერძო საკუთრება და ამას არეგულირებს კანონი. ეს
გვაქვს ბევრჯერ ახსნილი ბინათმესაკუთრეებისთვისაც.
მაგარამ, იმის გამო რომ გარდამავლი პერიოდია და ხალხი ჯერ კიდევ
ვერ მიეჩვია ამას, ჩვენ თვითმმართველობა ვეხმარებით და ხელს
ვუწყობთ. ასევე, გვაქვს სხვადასხვა პროექტები, რომელიც
თანადაფინანსებით ხორციელდება.
ეს კონკრეტული შემთხვევა, რაც მოხდა, ის შენობა იყო 70 -იან
წლებში აგებული საერთო საცხოვრებელი, ეს აივნები არის ძველი
ამორტიზირებული, მიდგმული და არა შენობაში ჩაშენებული, რომელიც
ყოფილა დამზადებული მასალით. ამ კორპუსიდან არავის მოუმართავს,
ქალაქში რამდენი კორპუსია და რამდენი აივანი ყველას მდგომარეობა ჩვენ
ხომ არ დაგევსიზმრება, მოსახლოებამ უნდა შემოიტანოს განაცხადი",
- აცხადებს ჯონი არაბიძე.
ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მესამე სართულის აივანი იმ დროს
ჩამოინგრა, როდესაც მასზე ასაკოვანი ქალბატონი იდგა. მომხდარის
შედეგად ქალი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა
საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ
მოხერხდა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისიხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები