პოლიტიკა
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის პროექტი შეცვალა.


უკვე ცნობილია, რომ მისი რეაბილიტაცია ახალი ესკიზის მიხედვით მოხდება და არა  ძველი ვერსიით, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ  საზოგადოებას გასულ წელს გააცნო.





მერიას პროექტის შეცვლა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო მოუწია, რომელმაც  კიბეების მიმდებარედ, მის ბალანსზე  არსებული მიწის ნაკვეთი,   ქუთაისს,  მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა.  სამაგიეროდ, კერძო პირზე გაყიდა.


ეკონომიკის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ,  მერიამ პროექტი შეცვალა და  ის  ქალაქის ბალანსზე არსებულ საზღვრებში მოაქცია.


„ეს არის წინა  პროექტისგან განსხვავებული, იმიტომ, რომ იქ განსაზღვრული იყო როგორც ას საფეხურიანი კიბე, ასევე, დიდი სარეკრეაციო სივრცე, რაც იყო ეკონომიკის სამინისტროსი. რადგან
ასე განვითარდა მოვლენები და ამ სივრცის გადმოცემა ჩვენთვის არ მოხდა,  ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია და დამუშავდა ახალი, ძალიან კარგი პროექტი“,- განაცხადა ქუთაისის მერიის  ააიპ არქიტექტურის სააგენტოს უფროსმა, რუსუდან ჩიჩალაძემ.

 

ქუთაისის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია  გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი  ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.


ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მერია პროექტის არგანხორცილების გამო თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო იყო, რომელიც ქალაქს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიას არ უთმობდა.


ახლა კი ირკვევა, რომ მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ  შეეძლო პროექტი შეეცვალა და სამუშაოები დაეწყო და თუ ასე მოხდებოდა, კიბეების რეაბილიტაცია ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რადგან პირველი პროექტის შესრულების ვადა სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი.


როგორი იყო კიბეების რეაბილიტაციის ძველი ესკიზი, ნახეთ აქ:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.