ქუთაისში ანტისაოკუპაციო მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი
გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ფლაერების დარიგების აქციას
უერთდება.
მოძრაობის წევრები მსვლელოობას ქალაქის ცენტრალური ბულვარიდან
დაიწყებენ და მოსახლეობას წარწერებიან ფურცლებს დაურიგებენ.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას 20 ივნისს
განვითარებულ მოვლენებს და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებისკენ
მოუწოდებენ.
აქცია-მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება.
დღეიდან, სამოქალაქო აქტივისტები გახარიას წასვლის მოთხოვნით ფლაერებს
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაარიგებენ.
20 ივნისს, რუსათველის გამზირზე აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი
დაშავდა, მათ შორის 38 ჟურნალისტი, აქციის სამმა მონაწილემ კი თვალი
დაკარგა. მოქალქეების პროტესტი, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის
დაკავებას მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები