წყალტუბოში სანატორიუმ "თბილისში" მცხოვრები დევნილები მაწანწალა
ძაღლებისა და ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან.
"გარეთ გასვლის გვეშინია. დაკბინა ძაღლებმა ხალხი. ძაღლებისგან მერე
რწყილები შემოგვესია და ბავშვს დაკბენილი აქვს ფეხები. სოფელში
წაიყვანეს მერე ბავშვი. ქვეწარმავლებიც არიან, აგერ სახლში შემოვიდა
ერთ მეზობელთან", - ამბობს შუშანა ალასანია.
ქვეწარმავლები გამოჩნდა წყალტუბოს კიდევ ერთ სანატორიუმში
"მეგობრობა". ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებლების თქმით, შექმნილ
მდგომარეობასთან დაკავშირებით მერიაში საჩივარიც შეიტანეს.
წყალტუბოს მერიაში განმარტავენ, რომ იმ სანატორიუმებში, რომელთა
მცხოვრებლებს წერილობით მერიისთვის მომართული აქვთ, შეწამვლით
ღონისძიებებს მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
რაც შეეხება მაწანწალა ძაღლების საკითხს, მერიაში ამბობენ, რომ მათი
გაყვანა პერიოდულად ხდება.
მასალის გამოყენების პირობები