პოლიტიკა
ნანა კოსტავამ ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დედას პატიება სთხოვა
FaceBook
ლაგოდეხში ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა წერილი მისწერა და პატიება სთხოვა.
ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელ მესენჯერში მოწერილი წერილი ლანა ფარნავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"სიტყვა, რომელიც ჩემს სოფის მივეცი, სწორედ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ უნდა შემესრულებია. დღეს ეს და მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე ქალისგან, რომელმაც გამანადგურა ისეც გაუბედურებული. რა ვქნა? იქნებ ბოლომდე არც მჯერა მე ამ სიტყვების, მაგრამ ხომ არსებობს მეორე ნახევარი იმისა, რომ ნამდვილი იყოს ეს სინანული? ჰოდა, ჩემი შვილის უმანკო სულს უმადლოდე ნანა კოსტავა შენს ცოდვილ სულსა და სხეულს თუ ვტოვებ ამ მიწაზე... ძნელია დაიჯერო ეს ყველაფერი, იმ მიზეზით, რომ გარკვეული დროის მერე მახსოვს წერდა, ისევ იმასვე გავიმეორებ, თუ დამჭირდებაო. არ ვიცი რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს, მაგრამ მე მაქვს ჩემი სინდისი და ეს მავალდებულებს, როცა პატიებას გთხოვენ (სულერთია გულწრფელს თუ თავდაცვის მიზნით თუ ხალხის თვალში გასაპრავებელ-ასამაღლებელს) თუ არ აპატიებ, დაინდო მაინც..

p.s. მახსოვს ყოფილმა ქმარმა მიტევების დღეს სმს -ით პატიება მთხოვა ...და იცით რას მივხვდი? ჩემი განცდა, ჩემი ტკივილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა, იგი თავისი დამპალი სულის გადასარჩენად დგამდა ამ ნაბიჯს...ჰოდა, ახლა რაღაც მსგავსი დამეუფლა...."- წერს ლანა ფარნავა. 





 

დეპუტატმა, ნანა კოსტავამ დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის მისამართით ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.

ნანა კოსტავას საქციელს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის წინ არაერთხელ გააპროტესტეს.


ამავე თემაზე:

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო


"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.