დღეიდან საქართველოსა და რუსეთს
შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი
მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ
ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.
რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი
რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის
სამინისტროს გადაწყვეტილებაა.
როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო
უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე,
ვადაგადაცილებული დავალიანება.
მასალის გამოყენების პირობები