"სოლიდარობა ქუთაისის
ტორპედოს", "ტორპედო ჩვენი სიამაყეა" - ამ სლოგანით საფეხბურთო
კლუბ ,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გავრცელდა ინფორმაცია
თითქოს საფეხბურთო გუნდის დაფინანსების თაობაზე ეკონომიკის
სამინისტროსა და უცხოურ (ჩინურ) კომპანიას შორის მოლაპარაკება
მიმდინარეობს.
მათი თქმით, პრობლემა ფეხბურთის ფედერაციისთვისაა გადაცემული,
ეკონომიკის სამინისტრო კი არაფერ შუაშია. აქციის მონაწილეები
განმარტავენ, რომ აქცია არა რაიმეს მოთხოვნას, არამედ მხოლოდ
სოლიდარობას ეხება.
აქციას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
თავმჯდომარე გოგი წულაიაც შეუერთდა.
,,ტორპედო ჩვენი ქალაქის სიამაყეა, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ
მას", - აღნიშნა გოგი წულაიამ. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ
ბაღში გადაინაცვლეს, სადაც ტორპედოს მხარდამჭერ ფილმს აჩვენებენ.
საფეხბურთო კლუბში პრობლემები რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო,
რაც კლუბის დირექტორრმა ვერ შეძლო ფეხბურთელებისთვის ხელფასების
გაცემა.
რაზეც ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს.
მოგვიანებით, პრობლემების არსებობა დაადასტურა თავად ზაალ ჩაჩავამ,
რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე
იყიდა.
ჩაჩვამ ფინანსური პრობლემების მიზეზად ჩინური კომპანიის მიერ კლუბთან
გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა დაასახელა და განაცხადა,
რომ ყველაფერს გააკეთებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წავიდოდა და კლუბს ქუთაისის მერიას
დაუბრუნებდა.
ზაალ ჩაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები